სიახლეების
სტატიები
30 ნაპოვნი შედეგები
1 - 20  30 შესეგი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, საზღვაო კომპანიები გენდერული დისკრიმინაციის შესახებ დისკუსიაში ჩართო

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2018 წელი

საზღვაო სექტორის კომპანიებისა და სასწავლო დაწესებულებების 18 წარმომადგენელი გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ბათუმში შეიკრიბა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა მეწარმეობის კურსი გაიარეს

ორშაბათი, 8 ოქტომბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, სისტემატურად უწყობს ხელს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შესაძლებლობების გაზრდას და ამ მიზნით სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად საქართველოში გენდერული სახელფასო განსხვავება განიხილა

სამშაბათი, 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ყველა ქალისა და კაცის ღირსეული დასაქმება და თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი და ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ თანასწორობის მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა. მეტი

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ადვოკატირებაში ქართული მედიის ჩართულობა იზრდება

კვირა, 23 სექტემბერი, 2018 წელი

ქალთა საკითხების ადვოკატირების პროცესში მედიის წარმომადგენლების ჩართულობასა და მუდმივ ინფორმირებას მთლიანად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დამოკიდებულებების შეცვლის პროცესში უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მისი პარტნიორები საზღვაო ინდუსტრიაში ქალების პოპულარიზაციას იწყებენ

ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან ერთად, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს. შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, 13 სექტემბერს მოეწერა. მეტი

მაია მახათაძის სიტყვებით: „ქალებმა უნდა დაიჯერონ, რომ შეუძლიათ“

ორშაბათი, 20 აგვისტო, 2018 წელი

მაია მახათაძე სასტუმრო „კრონ პლასა თბილისის“ გენერალური მენეჯერია. მას სასტუმრო ბიზნესში მუშაობის 15-წლიანი, მრავალმხრივი გამოცდილება აქვს. ამჟამად მაია ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ერთ-ერთი წევრია. სურს, ამ ფედერაციის დახმარებით, საკუთარი ცოდნა სხვა ქალებსაც გაუზიაროს და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ხელი შეუწყოს. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ბენეფიციარმა ქალებმა შვარცკოფის სასწავლო პროგრამა გაიარეს

ხუთშაბათი, 16 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს განხორციელებული თუ მიმდინარე პროექტების ბენეფიციარი ქალების პროფესიულ გადამზადებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას. მეტი

პროგრამული ინიციატივების შეთანხმება ადგილობრივ თემებთან - სამიზნე რეგიონებში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები დაიწყო

პარასკევი, 10 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან - ფონდ „ტასოსა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან - თანამშრომლობით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების გზებზე მსჯელობს

პარასკევი, 27 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის, არაფორმალურ ეკონომიკაში მათი ჩართულობის მიზეზებისა და შედეგების კვლევის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება

ოთხშაბათი, 25 ივლისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, იმ ქალებისთვის, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეწევიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება დაიწყო. მეტი

ქალთა გაძლიერების საკითხით მეტი კომპანია ინტერესდება

კვირა, 17 ივნისი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, თავის პარტნიორებთან ერთად, ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ინიციატივები წამოიწყო. მათი მიზანი იმ კერძო კომპანიების ქსელის გაფართოებაა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე, დასაქმების ბაზარსა თუ თემში გენდერულ თანასწორობას უწყობენ ხელს. მეტი

გაეროს ქალთა სტატუსის კომიტეტი (CSW62)

ხუთშაბათი, 15 მარტი, 2018 წელი

12-23 მარტს, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის კომიტეტის 62-ე სხდომა გაიმართა. მეტი

საქართველო გლობალურ ინიციატივას „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ შეუერთდა

ოთხშაბათი, 7 მარტი, 2018 წელი

საქართველოს საფონდო ბირჟამ, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე თბილისში ღონისძიებით „დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ აღნიშნეს. მეტი

მცირე მეწარმე იძულებით გადაადგილები ქალები მარკეტინგისა და გაყიდვების შესაძლებლობებს გაეცნენ

ხუთშაბათი, 15 თებერვალი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, დამწყებმა მცირე მეწარმეებმა გაყიდვების უნარებსა და მარკეტინგში ტრენინგები გაიარეს. მეტი

წამყვანი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერების პრინციპებს: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს

პარასკევი, 1 დეკემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოსთან - არასამართავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ პარტნიორობით გაიმართა. მეტი

როგორ შეუძლია კერძო ბიზნესს ქალებისა და გოგოების გაძლიერება?

ოთხშაბათი, 21 ივნისი, 2017 წელი

მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი 15 კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ის როლი განიხილეს, რომელსაც კერძო სექტორი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაში, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასა და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე მიღწევაში ასრულებს. მეტი

დევნილი ქალები მდგრადი მეწარმეობის შესაძლებლობებს ეცნობიან

პარასკევი, 12 მაისი, 2017 წელი

რა ბიზნესშესაძლებლობები აქვთ რეგიონებში მცხოვრებ დევნილ ქალებს და როგორ შეიძლება მცირე ფინანსებით მეწარმეობის დაწყება? - ამ საკითხებს გაეცნო იძულებით გადაადგილებული 17 პირი სამდღიან ინტენსიურ ტრენინგზე „დევნილი ქალების მდგრადი მეწარმეობის ხელშეწყობა“. მეტი

თემის მობილიზება მეტი საარსებო საშუალებებისთვის

ორშაბათი, 3 აპრილი, 2017 წელი

დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში ერთ-ერთი სათემო რესურსცენტრი მდებარეობს, რომელიც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, „ფონდ ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მეტი

კერძო სექტორში გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი პიონერები გამოვლინდნენ

ხუთშაბათი, 9 მარტი, 2017 წელი

ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერად გაწეული ძალისხმევისთვის სამი ბიზნესკომპანია დაჯილდოვდა. დაჯილდოების ცერემონია ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოს (MCA) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით გაიმართა. მეტი

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ხუთშაბათი, 9 თებერვალი, 2017 წელი

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს. მეტი

1 - 20  30 შესეგი