სიახლეების
სტატიები
21 ნაპოვნი შედეგები
1 - 20  21 შესეგი

„იყო ერთი გოგო“ - ზღაპრები რეალური ცვლილებებისთვის

პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018 წელი

სოფელი უწერა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონში, რაჭაში, ონის რაიონში მდებარეობს. უწერაში მხოლოდ 1 საშუალო სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც 5 სოფელს ემსახურება, თუმცა მათი უმეტესობა მოსახლეობისგან დაცლილია, ამიტომ აქ მხოლოდ 22 ბავშვი დადის. მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ

ოთხშაბათი, 15 აგვისტო, 2018 წელი

2018 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, შვედეთისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა. მეტი

ბიზნესი აძლიერებს ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს

ორშაბათი, 8 იანვარი, 2018 წელი

14-წლიანი პაუზის შემდეგ 5 თვის წინ ლიკა სამსახურში პირველად წავიდა. ლიკა 37 წლისაა და საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს. როცა 2 წლის წინ მოძალადე ქმარს გაშორდა, მძიმე, სტრესულ მდგომარეობაში იყო. მეტი

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მეტი

სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა გაძლიერდა

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 წელი

2016 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიპ როექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის ოთხ რეგიონულ ოფისში გენდერის სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა. მეტი

საქართველოს პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აქტიურ პოზიციას იკავებს

პარასკევი, 25 აგვისტო, 2017 წელი

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა ღონისძიებები ხორციელდება უწყებაში ამ კუთხით და როგორია მისი სამომავლო გეგმები? გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია ესაუბრა. მეტი

რაგბის სოციალური ძალა

ოთხშაბათი, 12 აპრილი, 2017 წელი

ფლავი, საქართველო - ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი სკოლასთან ახლოს, მინდორში რაგბის მხიარულად თამაშობს. დღეს მათი მწვრთნელები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები არიან. მეტი

თემის მობილიზება მეტი საარსებო საშუალებებისთვის

ორშაბათი, 3 აპრილი, 2017 წელი

დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდთან ახლოს, სოფელ ინგირში ერთ-ერთი სათემო რესურსცენტრი მდებარეობს, რომელიც, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორის, „ფონდ ტასოს“ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. მეტი

ცხოვრება გადარჩენის შემდეგ

ორშაბათი, 20 თებერვალი, 2017 წელი

უკვე 2 წელია 35 წლის თამუნას დილა განსხვავებულად იწყება: შვილებს სკოლაში წასასვლელად ამზადებს და შემდეგ თავადაც სამსახურში მიიჩქარის. თამუნა ოფისის მენეჯერად მუშაობს. ის ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს. მეტი

ყოჩაღი ქალები ინგირიდან - ორი დის ახდენილი ოცნება

ხუთშაბათი, 9 თებერვალი, 2017 წელი

„ალადები“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საყვარელი ფუნთუშაა. სწრაფად მზადდება და გემრიელია, რის გამოც მას თითქმის ყველა ოჯახში ხშირად აცხობენ. დებმა ნონა და ნანა კვიტიებმა „ალადების“ ცხობა ბავშვობიდან დაიწყეს. მეტი

იძულებით გადაადგილებულ პირთა წვდომა მართლმსაჯულებაზე

სამშაბათი, 24 იანვარი, 2017 წელი

2010 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, უფასო იურიდიული დახმარებით 28 000-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა. ძირითადად, სამართლებრივი საკითხები საცხოვრებელსა და მიწაზე წვდომას, სოციალურ შეღავათებსა და საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ეხებოდა. მეტი

სპექტაკლმა, რომელიც ქალთა უფლებების მიმართ არსებულ მიდგომებს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო

სამშაბათი, 3 იანვარი, 2017 წელი

2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია მერვედ გაიმართა. ოთხიდან სამი მთავარი ჯილდო სპექტაკლ „ლისისტრატეს“ გადაეცა, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება. მეტი

ქალები პანკისიდან

ორშაბათი, 23 მაისი, 2016 წელი

ნატა ბექაური პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში მდებარეობს და, ძირითადად, ეთნიკური ქისტებითაა დასახლებული, რუსეთიდან 16 წლის ჩამოვიდა. მეტი

ახალი ცხოვრება ძალადობის გარეშე

პარასკევი, 20 მაისი, 2016 წელი

29 წლის მარიამი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთ-ერთ თავშესაფარში 8 წლის გოგონასთან ერთად უკვე 6 თვეა ცხოვრობს. მოძალადე ქმართან 5 წელი დაჰყო. იმის გამო, რომ სიძე თავიდანვე არ მოსწონდა, მარიამის დედა მსხვერპლ შვილს უკან არ იღებდა, სხვა წასასვლელი კი მას არსად ჰქონდა. მეტი

ანა პოღოსიანი 2015 წლის საუკეთესო ქალი მორაგბეა

ოთხშაბათი, 16 მარტი, 2016 წელი

„რაგბი ძალისმიერი სპორტია“, „რაგბიში ქალს რა უნდა?“ - სტერეოტიპები, რომლებიც სპორტს ქალურ და კაცურ სახეობებად ჰყოფს, საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში რაგბი ძალიან პოპულარულია, ქართველ მორაგბეებს კი უამრავი გულშემატკივარი ჰყავთ, ქალთა რაგბი მაინც ნაკლებადაა განვითარებული, ხოლო ქართველ ქალ მორაგბეებს ცოტა თუ იცნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ სტერეოტიპებია. მეტი

სათემო თვითდახმარების ჯგუფი მარნეულის რეგიონში საბავშვო ბაღს ეხმარება

ორშაბათი, 15 ივნისი, 2015 წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიაში, რომელიც მეტწილად ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ადგილობრივი ქალების თვითდახმარების ჯგუფის მხარდაჭერით სათემო სახლი გარემონტდა. სახლი დამიაში მცხოვრები მოსახლეობის შეხვედრის ადგილი გახდება. სოფელში ასეთი რამ პირველად მოხდა. მეტი

ქალი მთაში

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2015 წელი

ნანი მანაგაძე ყოველ დილას ცაგერში ჩასასვლელად რთული გზის 3 კილომეტრიან მონაკვეთს ფეხით გადის. ქართული მაღალმთიანი სოფლების უმეტესობის მსგავსად, ნანის სოფელ გვესოშიც რაიონამდე სამარშრუტო ტაქსი მხოლოდ დილის 9 საათზე გადის, ხშირად კი მასში ყველა მგზავრისთვის ადგილი არც არის. მიუხედავად ამისა, 60 წლის ნანი ყოველდღე ცაგერისკენ ფეხით მიიჩქარის. მეტი

სტრეოტიპების მსხვრევაში

სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2014 წელი

ციცინო ბიბლაია პროექტის "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" ერთ-ერთი აქტივისტია. მან თავისი საქმიანობით საკუთარ თემში ბევრ სასიკეთო ცვლილებას და საინტერესო ინიციატივას ჩაუყარა საფუძველი. მეტი

ირუზას სამი ოთახი

სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2014 წელი

ირუზა კაკავა სამეგრელოში, სოფელ კოკში ცხოვრობს. იგი აფხაზეთიდან დევნილია. რამდენიმე წლის წინ ირუზა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" მოხალისედ ჩაერთო. მას შემდეგ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მეტი

„პროგრესიდან“ პროგრესამდე

სამშაბათი, 14 ოქტომბერი, 2014 წელი

მაია ფიფია ანაკლიაში ცხოვრობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში "ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის" მისი აქტიური ჩართულობა და მოხალისეობრივი საქმიანობა ბევრი სხვა ადამიანისთვის გახდა სამაგალითო. მეტი

1 - 20  21 შესეგი