სიახლეების
სტატიები
263 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
თემა
81 - 100  263 შესეგი

ოჯახში მოძალადეთათვის სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება იწყება

პარასკევი, 8 დეკემბერი, 2017 წელი

სულ უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობის შესამცირებლად მსხვერპლთა დაცვის ინტერვენციებთან ერთად მოძალადეებთან მუშაობაც მნიშვნელოვანია. მოძალადეებისთვის განკუთვნილი ქცევის კორექციის პროგრამების არარსებობა კი ხშირად სერვისების მიწოდებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად სახელდება. მეტი

ქუთაისში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის გაიხსნა

პარასკევი, 8 დეკემბერი, 2017 წელი

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ძალადობის მსხვერპლთა მომსხურების კიდევ ერთი კრიზისული ცენტრი გახსნა. მეტი

კონფერენცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ

სამშაბათი, 5 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე აღებული ვალდებულებები თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - პროგრესი, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები“ განიხილეს. მეტი

წამყვანი ორგანიზაციები მხარს უჭერენ ქალთა გაძლიერების პრინციპებს: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს

პარასკევი, 1 დეკემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოსთან - არასამართავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ პარტნიორობით გაიმართა. მეტი

ქართველი სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას საფრთხეების შეფასებას შეძლებენ

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალთა გლობალური უფლებები“ თანამშრომლობით, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ შეხვედრა გამართა. მეტი

კონფლიქტით დაზარალებული ქალების მოსაზრებების გათვალისწინება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა. მეტი

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. მეტი

გურიაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იწყება

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 წელი

2017 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გურიის რეგიონში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ფემიციდის მონიტორინგთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გამართა. მეტი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელება ადგილობრივ დონეზე

ოთხშაბათი, 22 ნოემბერი, 2017 წელი

ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის მომდევნო ფაზის (2018-2020 წლების) შესრულების ლოკალიზაცია აღნიშნული გეგმის პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. მეტი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერონული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მეტი

სამშვიდობო პროცესში ქალების როლის გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის საელჩოსა და ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან თანამშრომლობს

ოთხშაბათი, 8 ნოემბერი, 2017 წელი

კონფლიქტების პრევენციისა და მართვის ეროვნულ ინსტიტუტებსა თუ საერთაშორისო მექანიზმებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მეტი

საქართველომ მდგრადი განვითარების 16+ ფორუმს უმასპინძლა

ხუთშაბათი, 2 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს მთავრობამ თბილისში მდგრადი განვითარების ყოველწლიურ 16+ ფორუმს უმასპინძლა. 25 ქვეყნის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან ურთიერთკავშირზე გაამახვილა. მეტი

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე: კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გაეროს სისტემის დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს. მეტი

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაზე ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი წარადგინა. ამასთან, უწყებამ დეტალურად განიხილა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები. მეტი

უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020 წწ) შემუშავება დაიწყო. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. მეტი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 6 ოქტომბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ეფექტური სერვისები და დამნაშავეთა დასჯა მნიშვნელოვანია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. ამ კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ძალადობის გამომწევი მიზეზების აღმოფხვრა სწორედ ცნობიერების ამაღლების დახმარებითაა შესაძლებელი. მეტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ. მეტი

უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გეგმავს

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, კომისიაში შემავალი დარგობრივი სამინისტროების გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მეტი

81 - 100  263 შესეგი