სიახლეების
სტატიები
273 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
თემა
21 - 40  273 შესეგი

საქართველომ ღონისძიებას „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“ უმასპინძლა

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე: „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში - გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“ სამუშაო შეხვედრა გამართა. მეტი

საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვები ზღაპრების კრებულს „იყო ერთი გოგო“ ეცნობიან

ხუთშაბათი, 6 დეკემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ზღაპრების კრებული „იყო ერთი გოგო“ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - კახეთსა და გურიაში მცხოვრებ ბავშვებს წარუდგინა. მეტი

ქალი მეწარმეებისთვის მენტორინგის პროგრამა ამოქმედდა

კვირა, 2 დეკემბერი, 2018 წელი

„მენტორობის პროგრამაში პირველად ვმონაწილეობ. მასში იმიტომ ჩავერთე, რომ ქალების გაძლიერებაზეა ფოკუსირებული“, - ამბობს თამარ ჯოლოგუა, რომელიც ერთ-ერთია იმ 21 მენტორს შორის, ვინც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის განხორციელებულ მენტორობის პროგრამაში მონაწილეობს. მეტი

ქართველი მეწარმე ქალები მეღვინეობისა და აგროტურიზმის ბიზნესში ახალ ცოდნას იძენენ

შაბათი, 1 დეკემბერი, 2018 წელი

ტურიზმი და მეღვინეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგებია. მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილი 6.9%-ს, სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის კი - 9.2%-ს შეადგენს. მეტი

სექსუალური შევიწროების დაძლევას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა

პარასკევი, 30 ნოემბერი, 2018 წელი

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიასა და მის წლევანდელ მთავარ აქცენტს - სექსუალურ შევიწროებას მაღალი დონის შეხვედრა მიეძღვნა. მეტი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდა

ოთხშაბათი, 28 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავრობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას აღნიშნავს. კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება. მეტი

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

სამშაბათი, 27 ნოემბერი, 2018 წელი

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, კონფერენციას უმასპინძლა, რომელზეც ოჯახური დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგები და გამოწვევები იყო განხილული. მეტი

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

კვირა, 25 ნოემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. მეტი

ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ: ქალებისა და ახალგაზრდების როლის განხილვა მშვიდობის შენარჩუნებაში

ორშაბათი, 19 ნოემბერი, 2018 წელი

უკვე მეხუთე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მუდმივი კოორდინატორის სამსახური, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან (UNHCR), გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენლის ოფისთან (UNRGIG) ერთად, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) საკითხებზე თბილისში ღია კარის დღეებს აწყობს. მეტი

როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სექსუალური შევიწროების დასაძლევად

შაბათი, 17 ნოემბერი, 2018 წელი

ყოველწლიური დეველოპერების ფესტივალის, DecFest-ის ფარგლებში, საქართველოში მოქმედმა Google-ის დეველოპერების ჯგუფმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ერთობლივი დიზაინ სპრინტი გამართეს. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ფემიციდთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გამართეს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

ფემიციდის, გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების შემთხვევების მონიტორინგი და პრევენციაზე მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. მეტი

საქართველოს მთავრობა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის ვალდებულებას იღებს

ხუთშაბათი, 15 ნოემბერი, 2018 წელი

სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის გადაწყვეტაში ქალთა მნიშვნელოვანი მონაწილეობა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების (WPS) დღის წესრიგის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კომპონენტია. მეტი

სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა პარლამენტში ინიცირებამდე

კვირა, 21 ოქტომბერი, 2018 წელი

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) დახმარებით შეხვედრა გამართა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის საკითხებზე კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობას

სამშაბათი, 16 ოქტომბერი, 2018 წელი

უკვე 3 წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით საქართველოში მოქმედ ბიზნესკომპანიებთან თანამშრომლობს. პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ფართოვდება და თანამშრომლობის ახალ სივრცეებს ქმნის. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორებთან ერთად, საზღვაო კომპანიები გენდერული დისკრიმინაციის შესახებ დისკუსიაში ჩართო

ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი, 2018 წელი

საზღვაო სექტორის კომპანიებისა და სასწავლო დაწესებულებების 18 წარმომადგენელი გენდერული დისკრიმინაციის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ბათუმში შეიკრიბა. მეტი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, კონფლიქტით დაზარალებულმა ქალებმა მეწარმეობის კურსი გაიარეს

ორშაბათი, 8 ოქტომბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პარტნიორებთან ერთად, სისტემატურად უწყობს ხელს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების შესაძლებლობების გაზრდას და ამ მიზნით სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია მხარს უჭერს ეროვნული სტატისტიკური სისტემის გენდერული პერსპექტივით შეფასებას

პარასკევი, 5 ოქტომბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პუბლიკაციის წინასიტყვაობაში გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გენდერული თანასწორობის პოლიტიკებში, სტატისტიკასა და ფინანსებში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი მიღწევები“ მდგრადი განვითარების 17 მიზნის (SDGs) შესრულებისთვის გარდაუვალია. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად საქართველოში გენდერული სახელფასო განსხვავება განიხილა

სამშაბათი, 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ყველა ქალისა და კაცის ღირსეული დასაქმება და თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი და ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ თანასწორობის მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა. მეტი

სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების განხილვაში კერძო სექტორის ჩართულობა იზრდება

ორშაბათი, 1 ოქტომბერი, 2018 წელი

გლობალური კამპანია #MeToo, სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში, სექსუალური შევიწროების პრევენცია და რეგულირება საქართველოში სხვადასხვა მხარის, მათ შორის კერძო სექტორის, სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. მეტი

21 - 40  273 შესეგი