მცირე მეწარმე იძულებით გადაადგილები ქალები მარკეტინგისა და გაყიდვების შესაძლებლობებს გაეცნენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, დამწყებმა მცირე მეწარმეებმა გაყიდვების უნარებსა და მარკეტინგში ტრენინგები გაიარეს.

IDP women entrepreneurs participating in marketing and sales training program conducted in Kutaisi
მცირე მეწარმეები მარკეტინგისა და გაყიდვების ტრენინგზე ქუთაისში; ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ტრენინგებს იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან 68 მონაწილე, მათ შორის 33 ქალი დაესწრო. ყველა მათგანი პროექტის „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ბენეფიციარია. აღნიშნული პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით, 2016-2017 წლებში განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ბენეფიციარების ტექნიკური მომზადება უზრუნველყო, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ კი მათი უნარები გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით გააძლიერა.

ტრენინგი მარკეტინგის საფუძვლებს, პროდუქტის შეფუთვას, მისი მარკეტინგული მხარდაჭერისთვის აუცილებელ კომპონტენტებს, ბრენდინიგსა და გაყიდვების სპეციფიკას დაეთმო. „წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეწარმემ პროდუქტი ეფექტურად შეფუთოს და გაყიდვის ალტერნატიულ წყაროებზეც იფიქროს. პრაქტიკული მაგალითების ჩვენებამ და ინტერაქტიულმა სავარჯიშებმა მონაწილეებს სამომავლო გეგმების დასახვისა და ბიზნესის გაფართოებაზე ფიქრის საშუალება მისცა“, - აღნიშნა მოწვეულმა ტრენერმა თორნიკე გურულმა.

შეძენილ უნარებს მონაწილეები სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში, გაყიდვების ქსელის გაფართოებასა და რეკლამირებაში გამოიყენებენ. „განათლებით პედაგოგი ვარ და ამ სფეროში თითქმის არაფერი ვიცოდი. ტრენინგზე მივხვდი, რომ მიღებული ცოდნა პროდუქტის სათანდოდ შეფუთვაში დამეხმარება და ჩემს საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აღნიშნა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილე ნელი ხეცურიანმა, რომელიც იმერეთის რეგიონში სამეწარმეო საქმიანობას ეწევა.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული მცირე მეწარმეების პროექტების მარკეტინგულ მხარდაჭერას ამ დარგის მომავალი პროფესიონალები - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები გააგრძელებენ და მათ ინდივიდუალურ ქოუჩინგს შესთავაზებენ.