ქუთაისში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრის გაიხსნა

თარიღი:

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ძალადობის მსხვერპლთა მომსხურების კიდევ ერთი კრიზისული ცენტრი გახსნა.

With the support of UN Women the State Fund for Protection and Assistance of (Statutory) Victims of Human Trafficking opened a second crisis center for the victims of violence in Kutaisi.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ქუთაისში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი გახსნა; ფოტო: ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი

ამიერიდან თბილისის შემდეგ კრიზისული ცენტრი უკვე ქუთაისშიც ფუნქციონირებს და ძალადობის მსხვერპლებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ დახმარება-რეაბილიტაციას, სამედიცინო და სამართლებრივ მომსახურებას სთავაზობს. პირველი კრისიზული ცენტრი თბილისში 2016 წელს გაიხსნა და დღემდე დახმარება 63 ძალადობის მსხვერპლს აღმოუჩინა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ოთხი თავშესაფარი, ორი კრიზისული ცენტრი და მსხვერპლთა დაცვის ცხელი ხაზი 116 006 ამოქმედდა.

„სახელმწიფო ფონდი ძალადობის მსხვერპლს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობს, ასევე ეხმარება მას სავარაუდო მსხვერპლს სტატუსის მოპოვებაში. სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიზანია. ამ კუთხით ქვეყნის მასშტაბით მთელი წლის განმავლობაში საინფორმაციო კამპანიები იმართება“, - განაცხადა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორმა თამარ ბარკალაიამ.

აღსანიშნავია, რომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მანდატი გაფართოვდა. კერძოდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სტანდარტული სერვისების, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების მომსახურე პერსონალის სატრენინგო მოდულების შექმნით, ფონდი ახლა უკვე სექსუალური ძალადობის მსხვერპლებსაც კვალიფიციურად მოემსახურება.

თანამშრომლობის ფარგლებში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, აჭარასა და გურიაში დამატებით ოთხი კრიზისული ცენტრის გახსნა იგეგმება.