იძულებით გადაადგილებულ პირთა წვდომა მართლმსაჯულებაზე
თარიღი:
2010 წლიდან, საქართველოს მასშტაბით, უფასო იურიდიული დახმარებით 28 000-ზე მეტმა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ისარგებლა. ძირითადად, სამართლებრივი საკითხები საცხოვრებელსა და მიწაზე წვდომას, სოციალურ შეღავათებსა და საარსებო წყაროს უზრუნველყოფის შესაძლებლობებს ეხებოდა.
იძულებით გადაადგილებული პირების ქვეყნის სრულ მოსახლეობასთან შეფარდების თვალსაზრისით, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონაცემი აქვს. კერძოდ, დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული დაახლოებით 250 000 პირია, რომელთა უმრავლესობაც იძულებით ორი ათწლეულის წინ გადაადგილდა. მათი უმეტესობა ღირსეული საცხოვრებლისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის გამოწვევების წინაშე დგას. თეა თედლიაშვილი ერთ–ერთი იმ იურისტთაგანია, რომელიც 2011 წლიდან გორში, შიდა ქართლის რეგიონში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფორმაციასა და მართლმსაჯულებაზე წვდომის გააუმჯობესების კუთხით მუშაობს. საქმინობის პროცესში იგი განსაკუთრებით ქალ ბენეფიციარებზეა ფოკუსირებული.
„თავდაპირველად მომართვების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მინიჭებას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით კი 2008 წლის ომის დროს გადაადგილებული პირების შემთხვევაში. სხვა ზოგად პრობლემებს შორის ოჯახური დავები, ალიმენტები და განქორწინება იკვეთებოდა. ეს საკითხები დღესაც აქტუალურია, თუმცა ამჟამად მომართვებს შორის განსახლება, საცხოვრებელი ადგილის დაკანონება და ქონებრივი უფლებები სჭარბობს, რაც აშკარად საარსებო გარემოსა და საარსებო წყაროს უკავშირდება.“
იურიდიულ კონსულტაციების გარდა, საკონსულტაციო ცენტრების იურისტები ორგანიზებას იძულებით გადაადგილებულ პირთა თემების საინფორმაციო შეხვედრებსაც უწევენ, რაც 42 000 ადამიანზე მეტს მოიცავს (მათ შორის უმრავლესობა ქალია). ამ შეხვედრებზე ისინი მონაწილეებს აწვდიან სიახლეებს განსახლების პროცესის შესახებ, ასევე, ინფორმაციას ქონებრივ უფლებებზე, სოციალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ქალთა უფლებებზე. აღსანიშნავია, რომ ადვოკატებმა 1000-ზე მეტი პირისთვის სასამართლო წარმომადგენლობაც უზრუნველყვეს. თეა თედლიაშვილი საკონსულტაციო ცენტრების მნიშვნელობას შემდეგნაირად ასაბუთებს:
„ბევრ იძულებით გადაადგილებულ პირს ეკონომიკური და სოციალური პირობები არ აძლევს ძვირადღირებულ მომსახურებაზე, განსაკუთრებით კი სასამართლო წარმომადგენლობაზე, წვდომის საშუალებას. უფასო იურიდიული რჩევები და ინფორმაციის მიწოდება მრავალ ადამიანს იურიდიული საკითხების გადაჭრაში დაეხმარა. გარკვეული დროის შემდეგ უკვე გვაქვს სიტუაცია, რომელშიც ჩვენ მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად, იძულებით გადაადგილებული პირების თემების უმრავლესობისთვის მართლმსაჯულებასა და ინფორმაციაზე წვდომა მთლიანობაში გაუმჯობესებულია. კონსულტაციების საჭიროება ნელ–ნელა მცირდება, რადგან ადამიანები მეტად ინფორმირებულნი არიან.“
პირველი იურიდიული კლინიკა 2010 წელს, ნორვეგიის მთავრობის დახმარებით დაარსდა. 2016 წლიდან კი ეს მომსახურება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა თანასწორი წვდომა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს. პროექტი იძულებით გადაადგილებულ პირთა მეოთხე პროგრამის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ევროკავშირი და დევნილთა სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერების ისახავენ მიზნად. 2017 წლის შუა პერიოდში, იურიდიული კონსულტაციების მიწოდება დევნილთა სამინისტროს ფუნქციებთან ინტეგრირდება, რაც უკვე შეთახმებულია სამინისტროსთან.
აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი ე.წ. იურიდიული კლინიკების დაარსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (დევნილთა სამინისტრო) ერთობლივი ძალისხმევის შედეგად გახდა. ეს ძალისხმევა კი ნორვეგიის მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.