გენდერული თანასწორობის ფონდის 2015 წლის ანგარიში

თარიღი:

გენდერული თანასწორობის ფონდის 2015 წლის ანგარიში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
გაეროს ქალთა ორგანიზაციის გენდერული თანასწორობის ფონდი (FGE) ყველაზე დიდი გლობალური ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც, სამოქალაქო საზოგადოების პროგრამების მხარდაჭერის გზით, ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება. 2015 წელს გენდერული თანასწორობის ფონდმა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას, ფონდ „სოხუმს“ გაუწია დახმარება.

„სოხუმმა“ საქართველოში გენდერული სამოქმედო გეგმების დამტკიცებას ქუთაისში, ოზურგეთსა და სენაკში შეუწყო ხელი. შედეგად, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით, 2016 წლის მუნიციპალური ბიუჯეტებიდან 440,000-ზე მეტი დოლარის გამოყოფა გახდა შესაძლებელი, რაც 2015 წელს დახარჯულ თანხას ორჯერ აღემატება.

პროგრამის დახმარებით, გენდერის საკითხებში მრჩეველთა საბჭოები, რომლებიც არჩეული წარმომადგენლებით, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებითა და ჟურნალისტებით არიან დაკომპლექტებულნი, გენდერული ბიუჯეტირებისა და პოლიტიკის საკითხებში გადამზადდნენ. ასევე, ხაზი გაესვა სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების გამოყენების მნიშვნელობას ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის დროს. საბჭოები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სისტემატური გენდერული ანალიზისა და გენდერის საკითხების ჩართვის შესახებ პოლიტიკის შემუშავებასა და ბიუჯეტის თაობაზეც შეთანხმდნენ. ახლახან გურიის რეგიონის გუბერნატორმა საბჭოების შექმნისკენ, ოზურგეთის მსგავსად, კიდევ ორ მუნიციპალიტეტს მოუწოდა.