სიახლეების
სტატიები
178 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
თემა
1 - 20  178 შესეგი

წამყვანი კომპანიები ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას უერთდებიან

პარასკევი, 1 დეკემბერი, 2017 წელი

უკვე მესამე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენცია „ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში“ თბილისი მარიოტში გაიმართა. მეტი

ქართველი სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას საფრთხეების შეფასებას შეძლებენ

ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ თანამშრომლობით, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მართვაში საფრთხეების შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვას მიეძღვნა. მეტი

თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

შაბათი, 25 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა. მეტი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოში ფემიციდის მონიტორინგთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გამართა. მეტი

გურიაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იწყება

პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 წელი

2017 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გურიის რეგიონში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო. მეტი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერონული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, ეროვნული საკომუნიკაციო სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. მეტი

სამშვიდობო პროცესში ქალების როლის გასაძლიერებლად გაეროს ქალთა ორგანიზაცია შვედეთის საელჩოსა და ფოლკე ბერნადოტის აკადემიასთან თანამშრომლობს

ოთხშაბათი, 8 ნოემბერი, 2017 წელი

კონფლიქტების პრევენციისა და მართვის ეროვნულ ინსტიტუტებსა თუ საერთაშორისო მექანიზმებში ქალთა მონაწილეობის გაზრდისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისთვის კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება. მეტი

საქართველომ მდგრადი განვითარების 16+ ფორუმს უმასპინძლა

ხუთშაბათი, 2 ნოემბერი, 2017 წელი

საქართველოს მთავრობამ თბილისში მდგრადი განვითარების ყოველწლიურ 16+ ფორუმს უმასპინძლა. 25 ქვეყნის 150-ზე მეტმა წარმომადგენელმა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებები განიხილა, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ყურადღება მდგრადი განვითარების სხვა მიზნებთან ურთიერთკავშირზე გაამახვილა. მეტი

ღია კარის დღე ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებზე: კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გაეროს სისტემის დიალოგი კონფლიქტების პრევენციასა და სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ

ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2017 წელი

უკვე მეოთხე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით, თბილისში ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ღია კარის დღეს მართავს. მეტი

უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020 წწ) შემუშავება დაიწყო. მეტი

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის საქმეებს აანალიზებს

ოთხშაბათი, 25 ოქტომბერი, 2017 წელი

მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით გამართულ კონფერენციაზე ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების ანალიზი წარადგინა. ამასთან, უწყებამ დეტალურად განიხილა ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებული ტენდენციები, მიღწევები და გამოწვევები. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 20 ოქტომბერი, 2017 წელი

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო. მეტი

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე კომუნიკაციის ეროვნული სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

პარასკევი, 6 ოქტომბერი, 2017 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ეფექტური სერვისები და დამნაშავეთა დასჯა მნიშვნელოვანია, თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საუკეთესო გზა მისი პრევენციაა. ამ კუთხით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცნობიერების ამაღლებაა, რადგან ძალადობის გამომწევი მიზეზების აღმოფხვრა სწორედ ცნობიერების ამაღლების დახმარებითაა შესაძლებელი. მეტი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ. მეტი

უწყებათაშორისი კომისია გენდერული თანასწორობის პოლიტიკაში ტრანსფორმაციულ ცვლილებებს გეგმავს

შაბათი, 23 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, გაეროს განვითარების პროგრამას, გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორის კომისიასთან თანამშრომლობით, კომისიაში შემავალი დარგობრივი სამინისტროების გენდერული საკითხების საკონტაქტო პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მეტი

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის

პარასკევი, 22 სექტემბერი, 2017 წელი

ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება. მეტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ინიციატივა ოჯახში ძალადობაგანცდილი პირების გაძლიერებისთვის

ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ ოჯახში ძალადობაგანცდილი პირების გაძლიერებისთვის ერთობლივი ძალისხმევით იმოქმედებენ. მეტი

იურიდიული მომსახურების გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

შაბათი, 9 სექტემბერი, 2017 წელი

თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გადაუდებელი დახმარების მიღების პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათთვის მეურვეობასთან, განქორწინებასა და ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებასა და იურიდიულ დახმარებაზე წვდომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეტი

ჩემი გადმოსახედიდან: „განათლება სწორი და პერსპექტიული არჩევანია“

პარასკევი, 8 სექტემბერი, 2017 წელი

დედამ მეორე კურსის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ვეღარ შეძლო, ამიტომ სულ ჩემს სწავლაზე ფიქრობდა. მეტი

სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა გაძლიერდა

ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 წელი

2016 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიპ როექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის ოთხ რეგიონულ ოფისში გენდერის სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა. მეტი

1 - 20  178 შესეგი