9 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
1 - 9  9 შესეგი

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა

ხუთშაბათი, 29 სექტემბერი, 2016 წელი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს, საქართველოს მთავრობის N341 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების კვლევა

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. მეტი

მიმდინარე ტენდენციები და რეკომენდაციები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სოციალური დაცვის პოლიტიკაში

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი, 2015 წელი

ანალიტიკური ანგარიში მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საკითხების გააქტიურებისა და ქალთა სიღარიბის შემცირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ინფორმირებას. ანგარიშში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთებულია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2014 წელი

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. მეტი

პრაქტიკული სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის გენდერული მეინსტრიმინგი

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ყველა სფეროში, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეებზე, გენდერული საკითხების ინტეგრაციას. მასში განხილულია გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტი და ის, თუ როგორ უნდა შეუწყო ხელი დეცენტრალიზაციის ახალ და მიმდინარე რეფორმებს სახელმწიფო ფინანსების მართვასა და მმართველობის/ადამიანის უფლებათა სფეროებში. მეტი

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებები და პრიორიტეტები

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე. მეტი

ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2013 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. მეტი

1 - 9  9 შესეგი