15 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
1 - 15  15 შესეგი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

კვირა, 30 სექტემბერი, 2018 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

რეზოლუცია №2419 (2018)

პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში. მეტი

რეზოლუცია № 1960 (2010)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია შეიმუშავებს კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და მონიტორინგის მექანიზმს. მეტი

რეზოლუცია № 2242 (2015)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ. მეტი

რეზოლუცია № 2122 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მეტი

რეზოლუცია № 2106 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მეტი

რეზოლუცია № 1888 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია განამტკიცებს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევას კონფლიქტების დროს კანონის უზენაესობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და ექსპერტთა გუნდის შექმნით, ამ სფეროში ცოდნის გაზიარებითა და კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით. მეტი

რეზოლუცია № 1820 (2008)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს ომის ტაქტიკად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხად, რომელიც უშიშროების თვალსაზრისით რეაგირების აუცილებლობას წარმოშობს. მეტი

რეზოლუცია № 1889 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს №1325 რეზოლუციის განხორციელების გაუმჯობესების საჭიროებას და ადგენს ინდიკატორებს განხორციელების მონიტორინგისთვის; მოუწოდებს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ანგარიში სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ. მეტი

რეზოლუცია № 1325 (2000)

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია ადასტურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული რეაგირების დაგეგმვაში, სამშვიდობო ოპერაციებში, კონფლიქტის შემდგომ სამშვიდობო საქმიანობასა და მმართველობაში ქალთა მონაწილეობისა და გენდერული საკითხების ჩართვის მნიშვნელობას. მეტი

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2016 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობის N339 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების კვლევა

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი, 2015 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. ასევე, შედარება 2013 წელს ჩატარებულ საბაზისო კვლევასთან. კვლევას ორმაგი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სისტემების მიმართ ხელმისაწვდომობის ზრდის საკითხებში მიღწეული ცვლილებების დოკუმენტურად ასახვა და მეორე მხრივ, პროექტის გავლენის გამოკვეთა სამართლებრივ სისტემებზე ქალთა ხელმისაწვდომობის ზრდის კუთხით. მეტი

მიმდინარე ტენდენციები და რეკომენდაციები საქართველოში იძულებით გადაადგილებულ და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალთა სოციალური დაცვის პოლიტიკაში

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი, 2015 წელი

ანალიტიკური ანგარიში მიზნად ისახავს, გენდერული თანასწორობის საკითხების გააქტიურებისა და ქალთა სიღარიბის შემცირების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ინფორმირებას. ანგარიშში განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთებულია იძულებით გადაადგილებულ, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებზე. მეტი

პირველი ნაბიჯი

სამშაბათი, 8 დეკემბერი, 2015 წელი

"პირველი ნაბიჯი" ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების ერთობლივი კრებულია, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა. მასში გაერთიანებული 8 მოთხრობის მთავარ თემას მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ქალთა როლის ჩვენება წარმოადგენს. კრებულის გამოცემას წინ ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების შეხვედრა უძღოდა, რომელიც 2014 წელს სტამბოლში შედგა. მეტი

1 - 15  15 შესეგი