7 ნაპოვნი შედეგები
1 - 7  7 შესეგი

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. მეტი

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე

სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2016 წელი

პროექტი "საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ (2016-2017 წ), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის შესახებ მოკლე ინფორმაცია მისი მიზნებისა და ინტერვენციების მიმოხილვას მოიცავს. მეტი

სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების სისტემების გენდერული შეფასება

პარასკევი, 15 აპრილი, 2016 წელი

კვლევა წარმოადგენს გენდერული პერსპექტივიდან დანახულ ანალიზსა და შეფასებას სოფლის მეურნეობაში არსებულ პოლიტიკაზე, პროგრამებსა და მომსახურებებზე. კვლევაში წარმოდგენილია შეფასება, თუ რა სარგებელს იღებენ სოფლად მცხოვრები ადამიანები, განსაკუთრებით კი ქალები, არსებული პროგრამებითა და მომსახურებებით. მეტი

ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2013 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. მეტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის: არსებული ბარიერები და შესაძლებლობები

სამშაბათი, 1 იანვარი, 2013 წელი

კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში. მეტი

1 - 7  7 შესეგი