9 ნაპოვნი შედეგები
1 - 9  9 შესეგი

სპორტსმენები ერთიანდებიან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ: საქართველოს გამოცდილება

ოთხშაბათი, 19 სექტემბერი, 2018 წელი

აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპორტსმენებთან თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისთვის არსებობს. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერას და, ასევე, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაზიარებას. მეტი

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. მეტი

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღქმა თბილისში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში

შაბათი, 1 ნოემბერი, 2014 წელი

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ქალებისა და გოგონების მიმართ განხორციელებული ძალადობისადმი და ოჯახში ძალადობისადმი საქართველოს მოსახლეობის, კერძოდ თბილისის, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის მაცხოვრებლების დამოკიდებულების დადგენა და ძალადობის მსხვერპლებისათვის არსებული მომსახურების არსებობის შესახებ ინფორმირებულობის დონის განსაზღვრა. მეტი

ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები ქვემო ქართლის რეგიონში

ხუთშაბათი, 23 იანვარი, 2014 წელი

2013 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლობამ საქართველოში, „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან“ (ISSA) თანამშრომლობით, „ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესობის ქალების საჭიროებების და პრიორიტეტების“ კვლევა განახორციელა. აღნიშნული კვლევა იმ გამოწვევებს და ბარიერებს მიმოიხილავს, რაც ეთნიკური უმცირესობის ქალებს ხელს უშლის, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა მიიღონ. მეტი

პატიმარ ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევის მიზანი იყო მსჯავდებულ ქალებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის შესაბამისობის განსაზღვრა „პატიმარ ქალთა მიმართ მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესებთან (რეზოლუცია A/Res/65/229), ე.წ. „ბანგკოკის წესებთან”. მეტი

დევნილ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებები და პრიორიტეტები

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

კვლევა მიზნად ისახავდა არსებული ვითარებისა და დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა და გოგონათა საჭიროებების შეფასებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდა მარტოხელა, მოხუც და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯგუფებზე, მათ შორის ოჯახის მარჩენალ ქალებზე. მეტი

ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში

ოთხშაბათი, 1 იანვარი, 2014 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ინოვაციური ინიციატივა გენდერული თანასწორობისათვის სა­ ქართველოში“ (IAGE) ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს დაუკვეთა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა საჭი­როებებისა და პრიორიტეტების კვლევის ჩატარება. მეტი

იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი საჭიროებების შესწავლა

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2013 წელი

კვლევის მიზანი იყო იძულებით გადაადგილებულ და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა სამართლებრივი სიტუაციის და სოციალური, იურიდიული და ეკონომიკური საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და გაანალიზება. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კითხვარი. გამოიკითხნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები. მეტი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებზე ხელმისაწვდომობა ქალებისთვის: არსებული ბარიერები და შესაძლებლობები

სამშაბათი, 1 იანვარი, 2013 წელი

კვლევის შედეგები მოიცავს მთავარ დასკვნებს ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სენსიტიურობას გენდერული თვალსაზრისით. ანგარიშის ბოლოს წარმოდგენილია რეკომენდაციები შესწავლილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სერვისებსა და საქმიანობაში გასათვალისწინებლად და მოცემულია პრაქტიკული მითითებები, თუ როგორ უნდა განახორციელონ აღნიშნულმა ორგანიზაციებმა „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების“ შვიდი პრინციპი თავიანთ საქმიანობაში. მეტი

1 - 9  9 შესეგი