8 ნაპოვნი შედეგები
1 - 8  8 შესეგი

რეზოლუცია №2419 (2018)

პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში. მეტი

რეზოლუცია № 1960 (2010)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია შეიმუშავებს კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და მონიტორინგის მექანიზმს. მეტი

რეზოლუცია № 2242 (2015)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ. მეტი

რეზოლუცია № 2122 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მეტი

რეზოლუცია № 2106 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მეტი

რეზოლუცია № 1888 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია განამტკიცებს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევას კონფლიქტების დროს კანონის უზენაესობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და ექსპერტთა გუნდის შექმნით, ამ სფეროში ცოდნის გაზიარებითა და კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით. მეტი

რეზოლუცია № 1820 (2008)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს ომის ტაქტიკად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხად, რომელიც უშიშროების თვალსაზრისით რეაგირების აუცილებლობას წარმოშობს. მეტი

რეზოლუცია № 1889 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს №1325 რეზოლუციის განხორციელების გაუმჯობესების საჭიროებას და ადგენს ინდიკატორებს განხორციელების მონიტორინგისთვის; მოუწოდებს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ანგარიში სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ. მეტი

1 - 8  8 შესეგი