39 ნაპოვნი შედეგები
საძიებო ფილტრი შერჩევა
1 - 20  39 შესეგი

ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში

პარასკევი, 2 ნოემბერი, 2018 წელი

დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ მოკლე ინფორმაცია პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

კვირა, 30 სექტემბერი, 2018 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2018 წლის 10 აპრილს საქართველოს მთავრობის N173 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა

კვირა, 30 სექტემბერი, 2018 წელი

„ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა” 2018 წლის 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის N175 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

რეზოლუცია №2419 (2018)

პარასკევი, 28 სექტემბერი, 2018 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ როლს, რომლის შესრულებაც ახალგაზრდებს კონფლიქტების პრევენციასა და მოგვარებაში შეუძლიათ და მოუწოდებს გენერალურ მდივანსა და მის საგანგებო წარმომადგენლებს, გაითვალისწინონ ახალგაზრდების შეხედულებები უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ხელი შეუწყონ მათ თანასწორ და სრულ მონაწილეობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში. მეტი

სპორტსმენები ერთიანდებიან ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ: საქართველოს გამოცდილება

ოთხშაბათი, 19 სექტემბერი, 2018 წელი

აღნიშნული პუბლიკაცია შეეხება გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპორტსმენებთან თანამშრომლობას, რომელიც 2010 წლიდან ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრებისთვის არსებობს. იგი მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი მოგზაურობის, მიღწევებისა თუ გამოწვევების აღწერას და, ასევე, მიღებული გამოცდილების გაეროს პარტნიორებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერსებული პირებისთვის გაზიარებას. მეტი

გაეროს კონვენცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ, მისი ოქმი და ზოგადი რეკომენდაციები

სამშაბათი, 18 სექტემბერი, 2018 წელი

პუბლიკაციაში წარმოდგენილია გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის, მისი ფაკულტატური ოქმისა და ზოგადი რეკომენდაციების NN 19; 21; 23; 25; 26; 27; 28;29 & 30 ოფიციალური თარგმანი. მეტი

წლიური ანგარიში 2017–2018

ორშაბათი, 16 ივლისი, 2018 წელი

აღნიშნული წლიური ანგარიში გაეროს ქალთა გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალთა ორგანიზაციის მიერ 2017 წელს მიღწეულ შედეგებს ასახავს. პუბლიკაციაში წარმოდგენილია წლის განმავლობაში განხორციელებული ინიციატივები, პროგრამები და პროექტები ფინანსურ ანგარიშთან ერთად. მეტი

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017; ანგარიშის ძირითადი მიგნებების მიმოხილვა

სამშაბათი, 6 მარტი, 2018 წელი

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017 2009 წლის შემდეგ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის კვლევის ეროვნული მასშტაბის პირველ ინიციატივას წარმოადგენს. მეტი

რეზოლუცია № 1960 (2010)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია შეიმუშავებს კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და მონიტორინგის მექანიზმს. მეტი

რეზოლუცია № 2242 (2015)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია აყალიბებს ექსპერტთა არაფორმალურ ჯგუფს; ხაზს უსვამს განხორციელებაში არსებულ დაბრკოლებებს, მათ შორის დაფინანსებასა და ინსტიტუციურ რეფორმებს; ყურადღებას ამახვილებს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ინტეგრირების მნიშვნელობას ანტი-ტერორისტულ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის დღის წესრიგში; მოუწოდებს უშიშროების საბჭოს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებისკენ. მეტი

რეზოლუცია № 2122 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულების ნაკლოვანებებზე; გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერებას ანიჭებს არსებით როლს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში; აღიარებს კონფლიქტების დროს მომხდარი დარღვევების განსხვავებულ ზემოქმედებას ქალებსა და გოგოებზე და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს სამუშაო პროცესში მუდმივად გაამახვილოს ყურადღება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მეტი

რეზოლუცია № 2106 (2013)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია კონცენტრირებულია კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის ჩამდენთა ანგარიშვალდებულებაზე; ყურადღებას ამახვილებს ქალთა პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მეტი

რეზოლუცია № 1888 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია განამტკიცებს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრის ძალისხმევას კონფლიქტების დროს კანონის უზენაესობისა და სექსუალური ძალადობის საკითხებზე გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლისა და ექსპერტთა გუნდის შექმნით, ამ სფეროში ცოდნის გაზიარებითა და კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის აღმოფხვრაში მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით. მეტი

რეზოლუცია № 1820 (2008)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია სექსუალურ ძალადობას აღიარებს ომის ტაქტიკად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხად, რომელიც უშიშროების თვალსაზრისით რეაგირების აუცილებლობას წარმოშობს. მეტი

რეზოლუცია № 1889 (2009)

ორშაბათი, 17 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია ხაზს უსვამს №1325 რეზოლუციის განხორციელების გაუმჯობესების საჭიროებას და ადგენს ინდიკატორებს განხორციელების მონიტორინგისთვის; მოუწოდებს გენერალურ მდივანს, უშიშროების საბჭოს წარუდგინოს ანგარიში სამშვიდობო საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის შესახებ. მეტი

რეზოლუცია № 1325 (2000)

პარასკევი, 14 ივლისი, 2017 წელი

რეზოლუცია ადასტურებს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ჰუმანიტარული რეაგირების დაგეგმვაში, სამშვიდობო ოპერაციებში, კონფლიქტის შემდგომ სამშვიდობო საქმიანობასა და მმართველობაში ქალთა მონაწილეობისა და გენდერული საკითხების ჩართვის მნიშვნელობას. მეტი

არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

ორშაბათი, 26 დეკემბერი, 2016 წელი

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. მეტი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა

ოთხშაბათი, 14 დეკემბერი, 2016 წელი

ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა 2016 წლის 21 ივლისს საქართველოს მთავრობის N339 დადგენილებით დამტკიცდა. მეტი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. მეტი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; ტრენერებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელო

შაბათი, 10 დეკემბერი, 2016 წელი

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. მეტი

1 - 20  39 შესეგი