თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება კერძო სექტორში; მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა

თანასწორობა - გზა ძლიერი ბიზნესისკენ ტრენინგის სახელმძღვანელო განკუთვნილია კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, გენდერული თანასწორობისა და კორპორაციულ მდგრადობაში გენდერული ასპექტების შესახებ ტრენინგების ჩასატარებლად. სახელმძღვანელოთი სარგებლობა შეუძლიათ კომპანიების წარმომადგენლებს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისებსა და იმ არასამართავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც კორპორაციული მდგრადობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. ასევე, სახელმძღვანელო განკუთვნილია პროფესიული კავშირებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომლებიც გენდერული თანასწორობის სწავლებაში არიან ჩართულები. სახელმძღვანელო ეყრდნობა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ შემუშავებულ ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება:

  1. მონაწილეთათვის დასარიგებელი მასალა, რომელშიც თავმოყრილია დამხმარე ინფორმაცია, მონაცემები და სხვა კომპანიების მაგალითები. ლექციებისა თუ სავარჯიშოების პროცესში ის შეიძლება ტრენერებმაც გამოიყენონ.
  2. ტრენერებისთვის განკუთვნილი მეთოდური სახელმძღვანელო, რომელიც რეკომენდაციებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებს შეიცავს. მასალა იხილეთ შემდეგ ბმულზე

ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა

ქართული, ინგლისური

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები: ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო

თემები: გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება; ეკონომიკური გაძლიერება; ბიზნესი და ფონდები

Resource type:

პუბლიკაციის წელი: 2016

გვერდების რაოდენობა: 32

Publishing entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality