არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა: ქართველი ქალების სოციალური მობილიზაციის გამოცდილება სათემო დონეზე

2010 – 2015 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან - ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის საქართველოში“ ახორციელებდა. პროექტი მიზნად დევნილი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სოციალურ მობილიზაციას ისახავდა.

პუბლიკაცია სოციალური მობილიზაციის კუთხით საქმიანობას აღწერს. მისი დახმარებით პროექტმა ქალთა ჯგუფების გააქტიურება, ქალთა უფლებების საკითხებზე მათი ინფორმირება, თვითდახმარების ჯგუფების შექმნა და გაძლიერება მოახერხა, რაც საბოლოოდ ამ თემების გაძლიერების საწინდარი გახდა. პროექტის ფარგლებში დაგროვილი და პუბლიკაციაში გაზიარებული პრაქტიკა მნიშვნელოვანი რესურსია იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ, „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ და მიღწეული იყოს 2030 წლისთვის დასახული მდგრადი განვითარების მიზნები.

ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა

ინგლისური

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები: ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო

თემები: მშვიდობა და უსაფრთხოება; გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციები; გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება; სოფლად მცხოვრები ქალები

Resource Type: კაზუსები

პუბლიკაციის წელი: 2016

გვერდების რაოდენობა: 40

Publishing Entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)