სახელმძღვანელო ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის

Image

სახელმძღვანელო შეიქმნა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სა­ქართველოს კანონმდებლობის თანახმად და მოიცავს ინფორმაციას როგორც სამართლებრივი რეგულაციების, ასევე სახელმწიფო სერვისების შესახებ. სახელმძღვანელო, უპირველესად, დაეხმარება დაინტერესებულ სახელმწიფო მოხელეებს ზუსტად განსაზღვრონ, თუ როგორ იმოქმედონ ძალადობის შემთხვევის აღმოჩენისას, ვის მიმართონ და რა ღონისძიებების გატარება მოითხოვონ. თუმცა წიგნი ასევე საინტერესოა ყველა იმ ორგანიზაციისა თუ პირისათვის, ვინც ოჯახში ძალადობის თემაზე მუშაობს და სურს დახმარება გაუწიოს მსხვერპლს.

სახელმძღვანელო შედგენილია უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების მიხე­დვით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 17 ნოემბერს დაამ­ტკიცა. ასევე, დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრების, ცხელი ხაზისა თუ სხვა სახელმწიფო სერვისების შესახებ.

View online/download

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Resource type(s): Manuals/guides
პუბლიკაციის წელი
2014
გვერდების რაოდენობა
19