სახელმძღვანელო ქალთა უფლებების ადვოკატირება მონაცემებზე დაყრდნობით

სახელმძღვანელო მომზადდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტის „ინ­ო­ვ­ა­ციური ინიციატივა გენდერული თა­ნა­ს­წო­რობისთვის საქართველოში„ (IAGE) ფა­რგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის  მიზანია შესაბამისი პოლი­ტიკისა და კანონმდებლობის მიღებისა და გან­ხორციელების გზით, საქართველოში მცხოვრებ ქალთა დაუცველი ჯგუფების კონკრეტული საჭ­იროებების გათვალისწინება ჯანდაცვის, სოცი­ალურ და ეკონომიკურ სფეროებში. პროექტის კონკრეტული მიზანია ქალთა ინიციატივების მხა­რდაჭერა ნდობის აღდგენისა და სოციალური სტა­ბილურობის ხელშეწყობის კუთხით და ეროვნუ­ლი უმცირესობების წარმომადგენელ, პატიმარ, იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ასევე  მა­ღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ქალთა ჯანდა­ცვის, სოციალური და ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინება.

პროექტის ერთ-ერთი მოსალოდნელი შედეგია გე­ნდერულ თანასწორობაზე მომუშავე აქტივისტთა და ქალთა უფლებების დამცველთა გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ქალთა და გოგონათა დაუცველი ჯგუფების საჭიროებების შესაბამის პოლიტიკასა და კანონმდებლობაში ინტეგრაციის ადვოკატირება.

მოცემული სახელმძღვანელოს მიზანია წვლილი შეიტანოს ზემოხსენებულ ძალისხმევაში. იგი ეყრდ­ნობა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს, რომლის ფარგლებშიც გა­მოკვლეულ იქნა საქართველოს 9 რეგიონში მო­მუშავე 41 ქალთა ორგანიზაციის ადვოკატირების შესაძლებლობები. სახელმძღვანელოში გათვალ­ისწინებულია ავტორების მიერ დაგროვილი გამ­ოცდილება, გაანალიზებულია მრავალი გამოქ­ვეყნებული ნაშრომი, სხვადასხვა ნოვატორული პრაქტიკა და მსოფლიო მასშტაბით მიღებული გა­კვეთილები. მასში აგრეთვე ასახუ­ლია საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე 54 საზოგადოებრივი ორგა­ნიზაციის მონაწილეობით 2014 წლის თებერვალში ჩატარებული ტრენინგების დროს შეგროვებული ინფორმაცია.

ონლაინ ვერსია/ჩამოტვირთვა

ქართული

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები: ქართული

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

Geographic coverage: ევროპა და ცენტრალური აზია; საქართველო

თემები: გენდერული მეინსტრიმინგი; გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება

Resource type:

პუბლიკაციის წელი: 2014

გვერდების რაოდენობა: 61

Publishing entities: გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერებისთვის (UN Women)