ეთნიკური უმცირესობების ქალთა საჭიროებები და პრიორიტეტები საქართველოში

Image

კვლევა მომზადებულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა და გოგონათა მდგომარეობისა და საჭიროებების შესაფასების და პოლიტიკის დონეზე საჭირო რეკომენდაციების შე­მუშავების მიზნით. მასში მონაწილეობდნენ სამიზნე რეგიონებში კომპაქტურად ჩასახლებული 10 ეთნიკური ჯგუ­ფის ქალები და გოგონები.

კვლევის მიზანს და ამოცანას წარმოადგენდა სა­ქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა ქალების მდგომარეობის შესწავლა, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების დადგენა, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტების მხრიდან სხვადასხვა მომ­სახურების მიწოდების დადგენა, ასევე იმის გაანალიზება, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მომ­სახურებები ქალთა მოლოდინს და საჭიროებებს; მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფოს მიერ გა­წეული სხვადასხვა მომსახურების აღქმის შეფა­სება; დასკვნების გამოტანა და რეკო­მენდაციების წარმოდგენა. კვლევა განხორციელდა 2013 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

კვლევა მოიცავს შემდეგ სფეროებს: სოციალურ-ეკონომიკური მიმოხილვა, ქალთა სოციალური და ეკონომიკური დამოკიდებულე­ბის (დამოუკიდებლობის) ჭრილში; იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა ჯგუფის შესაბამისი კულტურული ღირებულებების გათვალისწინებით ამ მომსა­ხურების გამოყენება; საჯარო სოციალური მომსახურების ხელმისა­წვდომობა როგორც სახელმწიფო, ასევე ადგი­ლობრივ დონეებზე;  ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის ხე­ლმისაწვდომობა; ოჯახური ურთიერთობების სპეციფიკური გენ­დერული ასპექტები, როგორიც არის ოჯახში ძალადობა; ქალებს შორის გენდერული თანასწორობის შე­სახებ ინფორმირებულობა ადგილობრივ (რე­გიონულ და მუნიციპალურ) დონეებზე, მათი პოლიტიკური ჩართულობა და საჯარო ცხოვ­რებისადმი ინტერესი; ეთნიკური იდენტობის დაცვა და შენარჩუნება.

View online/download

ბეჭდური ვერსიის გამოწერა

არსებული ენები
ქართული, ინგლისური

ბიბლიოგრაფიული ინფორმაცია

პუბლიკაციის წელი
2014
გვერდების რაოდენობა
63
news
უახლესი ამბები