გაფრთხილება დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელების შესახებ

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ფლობს ინფორმაციას, რომ ელექტრონული ფოსტით, ვებგვერდებიდან ან ჩვეულებრივი ფოსტითა თუ ფაქსიმილური კავშირით ვრცელდება სხვადასხვა სახის კორესპონდენცია,  რომელშიც განცხადებულია ტყუილი, თითქოს ის მომდინარეობს  გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან და/ან მათი თანამდებობის პირებისგან ან მათთან დაკავშირებული პირებისგან. ეს დამახინჯებული ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს ფულის მოპოვებას და/ან, ხშირ შემთხვევაში, ამ კორესპონდენციის მიმღებ პირთაგან პერსონალური მონაცემების მოპოვებას, თაღლითურია.

გაეროს ქალთა ორგანიზაციას სურს, გააფრთხილოს ფართო საზოგადოება ამ თაღლითური ქმედებების შესახებ, რომლებიც ხორციელდება ვითომდა ორგანიზაციის  და/ან მისი თანამდებობის პირების სახელით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • გაეროს ქალთა ორგანიზაციას არა აქვს დაწესებული რაიმე საფასური თანამშრომელთა აყვანის პროცესის არც ერთ ეტაპზე (განაცხადების შემოტანის, გასაუბრების, მონაცემების დამუშავების, ტრენინგის, ვიზის თუ სხვა საფასური). ეწვიეთ ვებგვერდს georgia.unwomen.org/ka/about-us/employment/, რათა გაეცნოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში დასაქმების უახლეს შესაძლებლობებს.
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციას არა აქვს დაწესებული რაიმე საფასური შესყიდვების პროცესის არც ერთ ეტაპზე (მიმწოდებელთა რეგისტრაციის, სატენდერო წინადადებების წარმოდგენის თუ სხვა საფასური). ეწვიეთ ვებგვერდს georgia.unwomen.org/ka/about-us/procurement/, რათა გაეცნოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციაში არსებულ უახლეს ბიზნეს შესაძლებლობებს. 
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია არ ითხოვს და არ გასცემს პერსონალურ საბანკო ჩეკებს, არ აწარმოებს Money Gram, Western Union ან ნებისმიერი სხვა სახის ფულად გადარიცხვებს შესყიდვების ან თანამშრომელთა აყვანის პროცესების არცერთ ეტაპზე.
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია არ ითხოვს არანაირ ინფორმაციას, რომელიც ეხება საბანკო ანგარიშებს ან სხვა პირად ინფორმაციას მიმწოდებლად ოფიციალურ რეგისტრაციამდე.
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია არავის სთავაზობს პრიზებს, ჯილდოებს, ფულს, სერთიფიკატებს, სტიპენდიებს და არ ატარებს ლატარიებს ელექტრონული ფოსტით, ფოსტით თუ ფაქსით.

ჩვენი დაჟინებული რეკომენდაციაა, რომ ის პირები, რომლებიც მიიღებენ შეთავაზებას რაიმე პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადის შეტანაზე ან შესყიდვების პროცესში მონაწილეობაზე, სიფრთხილით მოეკიდონ ამ წინადადებებს. ფულის გარადიცხვას ან პერსონალური ინფორმაციის გადაცემას იმ პირებისთვის, ვინც ამგვარ თაღლითურ კორესპონდენციას ავრცელებს, შეიძლება მოჰყვეს ფინანსური ზარალი და პირადი მონაცემების ქურდობა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი ამგვარ ზარალსა თუ ქურდობაზე. დამახინჯებული ინფორმაციის შემცველი კორესპონდენციის მსხვერპლებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს სათანადო რეაგირებისთვის.

არ წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს. შექმნილია მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.